მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი და ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან

1 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა.

აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობა, წარმატებები, მეგობარ სომეხ ხალხს კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.

საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მეგობრულ „მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს საქართველოსა და სომხეთს შორის“.  მხარეებმა მჭიდრო ურთიერთობების განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები უახლოეს მომავალში შეხვდებიან.

ნახეთ მეტი
Back to top button