ეკონომიკამთავარი

ქერობიანი ლარსში რუს კოლეგებს შეხვდება, რათა განიხილონ საგუშაგოს სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობა

სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ვაჰან ქერობიანი ირწმუნება, რომ ისინი რუს კოლეგებთან ერთად ყოველდღიურად მუშაობენ ლარსის საგუშაგოზე სატვირთო მანქანების რიგების უმოკლეს ვადაში შესამცირებლად.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება,  ამის შესახებ ქერობიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე  აღნიშნა.

მინისტრმა ჯერ აღნიშნა, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან ზემო ლარსის საგუშაგოზე შექმნილი ვითარებით. შემდეგ მან დაარწმუნა, რომ ის და მისი კოლეგები ამ საგუშაგოსთან დაკავშირებულ საკითხებს დღეში რამდენიმე საათს უთმობენ, საკითხის გადაჭრაში ჩართულნი არიან  საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტერიტორიული და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სომეხი ოფიციალური პირები ყოველდღიურ კონტაქტზე არიან რუს კოლეგებთან.

„ყველა ევროპული მიმართულება, რომელიც ადრე ბელორუსის და უკრაინის გავლით მოდიოდა, ახლა რუსეთში თურქეთისა და საქართველოს გავლით უნდა შევიდეს. ამიტომ არის ძალიან დიდი საცობი. თუმცა, გასაგებია, რომ ეს ძალიან რთული საკითხია ექსპორტიორებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, რომ ეს ტვირთი შემსუბუქდეს”, – განაცხადა კერობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button