მთავარიპოლიტიკა

შედგა ნიკოლ ფაშინიანის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი

1 ივნისს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს  შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაბადების დღე მიულოცა და ყოველივე საუკეთესო უსურვა. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღესთან დაკავშირებით  სატელეფონო ზარისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ძალიან აფასებს რუსეთის პრეზიდენტის თბილ, მეგობრულ დამოკიდებულებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები, შეეხნენ  რეგიონულ საკითხებს, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ვითარებას.

რუსეთის პრეზიდენტი მიესალმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომიტეტის პირველ შეხვედრას და კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საზღვრის დემარკაციის პროცესს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, კომისიის შემდეგი სხდომა მოსკოვში გაიმართება.

საუბარი შეეხო რეგიონული კომუნიკაციების გახსნის საკითხს და მიღწეულ იქნა შეთანხმება სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობის გააქტიურებაზე.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს  ბრიუსელში ბოლო შეხვედრის შთაბეჭდილებები გაუზიარა და შეშფოთება გამოთქვა იმ კომენტარების გამო, რომლებიც შეხვედრის არსთან არავითარ კავშირში არ არის.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 19 აპრილის ერთობლივი განცხადების დებულებების შესაბამისად, თანამოსაუბრეებმა ასევე განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები, კერძოდ,  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის გააქტიურების საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button