მთავარიპოლიტიკა

ჩვენი თანამგზავრი გამოყენებული იქნება დემარკაციის პროცესში:  არმენ გრიგორიანი

ჩვენ შევიძინეთ არა მხოლოდ თანამგზავრი, არამედ სადგურის მშენებლობა და შესაძლებლობების გაძლიერება სომხეთში. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა „სვილნეტთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

„სხვათა შორის, გუნდი, რომელიც ამ მონაცემების მიღებასა და დამუშავებით უნდა დაკავდეს სატლანტისი ჩაუტარებს ტრენინგებს და შეასწავლის მართვის პრინციპებს.   გლობალურად ჩვენ შევიძინეთ არა მხოლოდ თანამგზავრი, არამედ შესაძლებლობები, ინფრასტრუქტურა, რაც იქნება დიდი სტიმული როგორც მეცნიერების განვითარებისთვის, ასევე ბიზნეს ინტერესებისთვის“, – განაცხადა მან.

პირველი სომხური თანამგზავრის შესაძლებლობების შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ მას საშუალოზე მეტი შესაძლებლობები აქვს. „ეს არის პირველი ნაბიჯი. ვინც ფიქრობს, რომ ეს ჩვენს ყველა პრობლემას მოაგვარებს, იმედი უნდა გავუცრუო. მაგრამ ის, რომ თანამგზავრის შესაძლებლობები საშუალოზე მაღალია და ეს მოგვცემს მრავალი პრობლემის გადაჭრის საშუალებას, სოფლის მეურნეობიდან დემარკაციის პროცესებამდე. იგი გამოყენებული იქნება დელიმიტაციის პროცესშიც. მას ასევე აქვს  რამდენიმე სხვა თანამგზავრის ფუნქციებიც“, – თქვა არმენ გრიგორიანმა და დასძინა, რომ თანამგზავრის მთელი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას  გარკვეული დრო დასჭირდება, ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია მოსალოდნელი ინფორმაცია.

25 მაისს, ერევნის დროით 22:35 საათზე, სომხეთის რესპუბლიკამ დედამიწის გარშემო გაუშვა პირველი კოსმოსური თანამგზავრი აშშ-ის კანავერალის კონცხიდან Space X კოსმოსური ხომალდით.

ნახეთ მეტი
Back to top button