ეკონომიკა

გაუფასურების ახალი ტალღა – ხანმოკლე გამყარების შემდეგ, ლარის კურსი ისევ ეცემა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ხანმოკლე გამყარების შემდეგ ბოლო რამდენიმე დღეა ლარის კურსი სტაბილურად ქვემოთ იწევს. სპეციალისტები რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის არ არის გამორიცხული ეროვნული ბანკის მხრიდან ხელოვნური ჩარევა პროცესებში რასაც მძიმე შედეგი მოყვა. პარალელურად კატასტროფულად არის შემცირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც აპრილის თვეში 16 -დან 2,6%-მდე ჩამოვიდა. მიზეზების ერთობლიობამ კი ეროვნული ვალუტის კვლავ გაუფასურება განაპირობა.

ნახეთ მეტი
Back to top button