მთავარიპოლიტიკა

ერევანში სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისთვისაც ყველა საჭირო წინაპირობა არსებობს. ამის შესახებ სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანნისიანმა.

 „ჩვენი განსაკუთრებული მრავალსაუკუნოვანი კავშირების, ათასწლეულების ზოგადი ისტორიის ციკლში გავლილ სამ ათწლეულს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საიუბილეო მნიშვნელობა აქვს. სომხურ-ქართული ურთიერთობები, რომელიც დაფუძნებულია მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, კულტურულ და პოლიტიკურ ერთიანობაზე, დღესაც გამოირჩევა სრული ურთიერთნდობითა და უწყვეტი მეგობრობით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

2 ივნისს, ერევნის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრის არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში მოეწყო სპეციალური ღონისძიება სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს საპატივცემულოდ, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში სრულდება. კონცერტზე მოწვეული იყვნენ ორივე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საცეკვაო-ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფების სანახაობრივი გამოსვლების წინ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სომხურ-ქართული მხარის წარმომადგენლები.

სიტყვით გამოსვლისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ჰოვჰანნისიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის პირველი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის რანგში ცოტა ხნის წინ მეგობრულ საქართველოში შედგა, რაც სომხეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ორ ქვეყანას შორის ერთობლივი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შედეგად, ჩამოყალიბდა დღის წესრიგი, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოებას ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე.

“სომხეთი და საქართველო, თანამშრომლობის მდიდარ გამოცდილებაზე, მყარ ისტორიულ კავშირებზე დაყრდნობით, ყოველდღიურ თანმიმდევრულ მუშაობას ახორციელებენ არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და ახალი მიღწევებით შევსების მიზნით, ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავი კარგი შესაძლებლობაა შევაჯამოთ მიღწევები, დავსახოთ მომავალზე ორიენტირებული აქტივობები, ერთობლივი პროგრამების ჰარმონიულად წინსვლა.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ქართული მხარის წარმომადგენელი, სომხეთში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.

ქართველი დიპლომატის თქმით, წელს სომხეთი და საქართველო ოფიციალურად აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს სომხურ-ქართული მეგობრობის ათასწლეულის ისტორიის ფონზე, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ სომხეთი და საქართველო აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს.

„საქართველოსა და სომხეთს შორის ამჟამინდელი ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება. ეს დინამიზმი ეფუძნება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირად მეგობრობას, რომელიც შემდგომში მათი მთავრობის წევრებმაც გაიზიარეს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ისტორიულად მჭიდრო, მეგობრულ კავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს შორის“, – განაცხადა მან.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები არა ხზმალიანი და არტურ მარტიროსიანი, სომხეთში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, კერძოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფან იონგი, ბელორუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კონიუკი. კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 30 წლის წინ, 1992 წლის 17 ივლისს.

ჟურნალისტი არამ სარგსიანი

ნახეთ მეტი
Back to top button