მთავარიპოლიტიკა

ნახევარწლიანი შესვენების შემდეგ, დღეს მოსკოვში განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის  სხდომა შედგება

დღეს  მოსკოვში რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ NEWS.am-ს ვიცე-პრემიერის  მჰერ გრიგორიანის აპარატიდან  აცნობეს.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების თანათავმჯდომარეობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ბოლოს 2021 წლის დეკემბერში შეხვდა.

რაც შეეხება სომხეთისა და აზერბაიჯანის დემარკაციისა და უსაფრთხოების კომისიების მომავალ სხდომას, რომელიც ასევე მოსკოვში უნდა გაიმართოს, შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ მეტი
Back to top button