სომხეთის ატომური ელექტროსადგური 2036 წლამდე იმუშავებს, მანამდე კი ახალი ენერგობლოკი აშენდება

სომხეთის ატომურ ელექტროსადურში მიმდინარეობს 2022 წლისათვის გათვალისწინებული გეგმიური სამუშაოები. გასული წლისგან განსხვავებით, წელს ატომურმა ელექტროსადგურმა ნაკლები დროით შეწყვიტა მუშაობა. ივნისის ბოლომდე ქვეყნის ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელი ქსელში იქნება ჩართული. 2036 წლამდე ქვეყნის მთავარი ელექტროენერგიის მწარმოებელი მეორე ენერგობლოკით იმუშავებს, შემდეგ კი ახალბლოკზე გადავა. ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, რა ძალის და რა ბლოკები იქნება. ერთი რამ ცხადია: სომხეთის ენერგეტიკული მომავალი არის ბირთვული, ამბობს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მოვსეს ვარდანიანი.

ატომური სადგური ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელში 27 ივნისს დაბრუნდება, როდესაც დასრულდება ყველა პროფესიული ინსპექტირება. რეგულარული გეგმიური სამუშაოების გამო ატომური ელექტროსადგური 40 და მეტი დღით დაკეტილია. ახლა კი დასრულდა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამუხტვა. ყოველი დამუხტვისთვის წელიწადში ერთხელ მონტაჟდება 349 საწვავის კასეტა.

„ახლა ჩვენ ვასრულებთ გარკვეულ სამუშაოებს 2026 წლამდე მუშაობის ვადის გახანგრძლივებისთვის. სომხეთის ატომურმა ელექტროსადგურმა, როგორც მოქმედმა კომპანიამ, გადაწყვიტა მეორე ენერგობლოკის მუშაობის გაგრძელება კიდევ ათი წლით, 2036 წლამდე. 2036 წლამდე გადაჭრილია ბირთვული საწვავის დაცვა-შენახვის პრობლემაც. ახლა მეცნიერება ვითარდება და მომავალში შესაძლებელია გამოყენებული საწვავის სხვა სფეროში გამოყენების საშუალებაც მოგვეცეს“, -აღნიშნავს მოვსეს ვარდანიანი.