სომხეთი სილამაზის საერთაშორისო კონკურსს “მის დსთ-2022”-ს უმასპინძლებს

3 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით სომხეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი “მის დსთ-2022” გაიმართება. ორგანიზატორებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ კონკურსი ჩატარდებოდა ა. სპენდარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ ცენტრში, მაგრამ დამსწრეთა რიცხვის გათვალისწინებით, გადაწყდა კონკურსის გადატანა ქ. დემირჩიანის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში. “მის დსთ” სილამაზის საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელმა ნაირი მნაცაკანიანმა ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიზაინისა და მოდის სფეროს ბევრი ცნობილი ადამიანი ჩამოვა. მონაწილე ლამაზმანების შთაგონების მიზნით, ჩამოვლენ მათი ქვეყნიდან თანმხლები გუნდები, მედია და ტურისტები, რომელთა რაოდენობა შეუთავსებელი ხდება ოპერის თეატრის ადგილებთან. კონკურსის დროს დაგეგმილია შოუ პროგრამა, რომელშიც უმეტეს წილად მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთული ბენდები.