საზოგადოება

სომხეთში  1 ივლისიდან ბინების და მანქანების ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდვა-გაყიდვა აღარ იქნება შესაძლებელი

ფულადი ნაკადების ტრანზაქციების შემცირება მთავრობის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი სფეროა. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2 ივნისს მთავრობის მორიგი სხდომაზე განაცხადა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი დაგეგმვის მიზანია, რომ 2022 წლის 1 ივლისიდან ბინების ან მანქანების ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელი იყოს. ყველა ტრანზაქცია უნდა იყოს უნაღდო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კანონქვემდებარე აქტებით უნდა ვუზრუნველყოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ისეთი რეგულაცია დაინერგება, რომ თუ რაიმე  შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორებით ტრანზაქცია განხორციელდება, უნაღდო გადარიცხვა არ დარეგისტრირდება, ეს შეიძლება გახდეს სამომავლოდ ტრანზაქციის გაუქმების საფუძველი. ასე რომ, გთხოვ ფრთხილად იყავით. გთხოვ, ნურავინ იფიქრებს, რომ ადამიანების ცხოვრების გართულება გვინდა. პირიქით, გვინდა გავამარტივოთ ადამიანების ცხოვრება და ამით მივიღოთ სერიოზულ გვერდით მოვლენებს, დაწყებული ფისკალური ეფექტით, დამთავრებული ანტიკორუფციული ეფექტით. „ასე რომ, ყველა კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან, ძალიან სწრაფად უნდა იყოს შემუშავებული, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button