საზოგადოება

ჯიმ ქერიმ წყალტუბოს ფოტოს NFT იყიდა

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ ამერიკელმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ წყალტუბოს გამოსახულებით NFT იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კომიკოსი თავად ავრცელებს. კერის თქმით, ეს პირველი NFT-ია, რომელიც იყიდა.

NFT-ზე, რომელიც ახლა უკვე ამერიკელი მსახიობის საკუთრებაშია, გამოსახულია წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთი შენობის შიდა ინტერიერი, შემდეგ კი, კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით, დამატებულია ფლორის ელემენტები.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ამ გზით წარმოდგენილია წარსულისა და მომავლის, ასევე, ფიზიკური და ციფრული სამყაროების შერწყმა. ფოტოს ავტორი რაიან კოპმანსია, ციფრული ელემენტები ნამუშევრისთვის კი ალის ვაქსელმა შექმნა. საბოლოოდ ნამუშევარს დაედო რეიკ ტომსის მუსიკა.

ნახეთ მეტი
Back to top button