პოლიტიკა

არცახის საერთაშორისო აღიარების შემდეგ შესაძლებელი იქნება სომხეთთან მიერთების საკითხის განხილვა. ბეგლარიანი

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას საერთაშორისო აღიარებისთვის. ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა არცახის სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას არცახის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარებისთვის. „არცახის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების შემდეგ შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის სომხეთთან მიერთების საკითხის განხილვა“, – განაცხადა ბელგარიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ამჟამად თავს ძლიერად გრძნობს, გარდა ამისა, ქვეყანა იღებს სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას თურქეთისგან, ამიტომაც, არცახის ხელისუფლება ეძებს გზებს, რათა „ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვაროს პრობლემები, მოგვიანებით კი აზერბაიჯანთნ “პირდაპირი მოლაპარაკების გზით.” ბეგლარიანის თქმით, ამისთვის აზერბაიჯანი მზად უნდა იყოს მშვიდობისთვის.

მან აცნობა, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან ყოველთვის არის კონტაქტები არცახის რესპუბლიკის აღიარების შესაძლებლობის შესახებ. მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთმა ფაქტობრივად აღიარა მთიანი ყარაბაღი, რადგან რესპუბლიკებს შორის ჰორიზონტალური კავშირებია, „როგორც მსგავსი-მსგავსთან“.

ნახეთ მეტი
Back to top button