მთავარიპოლიტიკა

არცახის სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის მოგვარების შესახებ დიალოგი არ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის გართულებული ურთიერთობების ნაწილი

არცახის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ არტაკ ბეგლარიანმა ,,რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმავფიქრობთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება არ უნდა გახდეს ევროკავშირისთვის მოლაპარაკების საგანი“, – განაცხადა ბეგლარიანმა.

მისი თქმით, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რუსეთის დასავლეთთან რთული ურთიერთობების ნაწილი. ბეგლარიანმა შეახსენა ეუთოს მინსკის ჯგუფის შესახებ, რომელიც პასუხისმგებელია კონფლიქტის მოგვარებაზე.

არცახის სახელმწიფო მინისტრმა დიდი ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში რუსული სამშვიდობო მისიის არსებობის ფაქტზე. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამშვიდობო მისია უნდა დარჩეს აქ განუსაზღვრელი ვადით, სანამ კონფლიქტი არ მოგვარდება”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება უახლოეს მომავალში შეუძლებელია, რადგან არცახსა და აზერბაიჯანს შორის პოზიციების სერიოზული წინააღმდეგობაა. ისინი “დიამეტრულად საპირისპიროა”. ბეგლარიანმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ აზერბაიჯანისთვის ეს არის „პრესტიჟის, ამბიციის“ საკითხი, ხოლო ყარაბაღელებისთვის – „სიკვდილ-სიცოცხლის, საკუთარი არსებობისა და ისტორიული სამართლიანობის“ საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button