სპორტი

სომხეთისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი წამყვანი ფეხბურთელები გამოსამშვიდობებელ მატჩს გამართავენ. ორგანიზებულია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ

16 ივნისს, 19:00 საათზე, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე ლეგენდების გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც სომხეთისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია.

მატჩის განმავლობაში სომხეთის ნაკრებში ითამაშებენ იურა მოვსისიანი, მარკოს პიცელი, ედგარ მანუჩარიანი, რობერტ არზუმანიანი, კარლენ მკრტჩიანი, გევორგ კასპაროვი, არტურ ედიგარიანი, ლევონ ჰაირაპეტიანი, ვალერი ალექსანიანი, არტურ სარქისოვი, არარატ არაქელიანი, სამველ მელქონიანი, ვაჰაგნ მინასიანი. გუნდის მწვრთნელი იქნება რომან ბერეზოვსკი.

საქართველოს ნაკრებში ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გოჩა ჯამარაული, ჯანო ანანიძე, გიორგი დემეტრაძე, ოთარ მარცვალაძე და სხვები იქნებიან. ამ გუნდის მწვრთნელი დავით მუჯირი იქნება, დამხმარე კი მიხეილ ყაველაშვილი.

შეხვედრის დაწყებამდე შესვენებისთვის დაგეგმილია საკონცერტო პროგრამა.

ბილეთების გაყიდვა მომავალ კვირას დაიწყება. გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება.

ნახეთ მეტი
Back to top button