პოლიტიკა

ყარაბაღის საომარ მოქმედებებში მონაწილე ბოევიკები შესაძლოა უკრაინაში გადაეყვანათ. არტაკ ბეგლარიანი

არცახის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ბოევიკები, რომლებიც მონაწილეობდნენ ყარაბაღში საომარ მოქმედებებში, შესაძლოა უკრაინაში გადაეყვანათ, განაცხადა ,,რია ნოვოსტი“-თვის მიცემულ ინტერვიუში მყრ-ის სახელმწიფო მინისტრმა არტაკ ბეგლარიანმა.

“დიდი ალბათობაა, რომ ეს ტერორისტული ჯგუფები ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან უკრაინაში”, – განაცხადა ბეგლარიანმა. მისი თქმით, არცახის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარეზე 5-7 ათასი სირიელი და ლიბიელი ბოევიკი იბრძოდა, ზოგიერთი მათგანი ომის შემდეგ შესაძლოა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილიყო. “ისინი აქ მოვიდნენ ფულისთვის საბრძოლველად, მათ შორის ანტიქრისტიანული იდეებით”, – თქვა ბეგლარიანმა და დასძინა, რო არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი სირიაში იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button