პოლიტიკა

ერევანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა აუეს-ში

ერევანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მეორე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში გაეროში სრ მუდმივმა წარმომადგენელმა იეღიშე კირაკოსიანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საჩივარი წარმოებაში მიღებულ იქნა, სახელმწიფოს სახელით კიდევ ერთი საჩივარი შევიდა გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.

ევროსაბჭოში სომხეთის წარმომადგენელმა არმან ხაჩატრიანმა თავის მხრივ განაცხადა, რომ გარდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრებისა, აუეს-ში სარჩელი მრავალმა მოქალაქემაც  შეიტანა. მისი თქმით, ამ განცხადებებიდან ბევრზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები  მოწმობს ოფიციალური ბაქოს მიერ საერთაშორისო ნორმებისა და უფლებების დარღვევაზე. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები, გარდა იმისა, რომ ისინი ეხება კონკრეტულ პირებს, ასწევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც, რადგან მოწმობენ იმაზე, რომ აზერბაიჯანში სომხების მიმართ ეთნიკური სიძულვილი წახალისებულია სახელმწიფო დონეზე“, – განაცხადა არმან ხაჩატრიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button