მთავარიპოლიტიკა

ეუთოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობას მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში: მირზოიანი

ჯერ კიდევ გასულ წელს სტოკჰოლმში ეუთოს მინისტერიალის ყოველწლიურ კონფერენციაზე ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ, ისევე როგორც  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელის მიერაც ხაზგასმული იქნა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში მოლაპარაკებების გზით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის შესახებ.  ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 „2021 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობდასომხეთის  საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების, მთავრობის პროგრამის განხორციელებაზე, რეფორმების ხელშეწყობაზე, დღის წესრიგის შემუშავებაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. რა თქმა უნდა  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, 44-დღიანი ომით გამოწვეული ჰუმანიტარული პრობლემების დაძლევაზე.   „რა თქმა უნდა, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო სომხეთის, არცახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში“, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button