საზოგადოება

თბილისში ალექსანდრე მანთაშიანცის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

5 ივნისს საქართველოს დედაქალაქის თავისუფლების მოედანზე ძველი მანქანების ერთობლივი გამოფენა გაიხსნა, სადაც მათი წევრების უნიკალური ნიმუშები სომხეთისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციებმა წარმოადგინეს.

გამოფენა იყო ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო სომხეთის მწარმოებელთა და მეწარმეთა კავშირის მიერ წლის განმავლობაში დიდი სომეხი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ალექსანდრე მანთაშიანცის 180 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

სომეხი მონაწილეები თბილისში ავტორბოლით ჩავიდნენ, რასაც წინ უძღოდა 4 ივნისს ერევანში მსგავსი გამოფენის მოწყობა. თბილისის ერთობლივი გამოფენის საზეიმო გახსნის შემდეგ, ერევნის დელეგაცია, სომხეთის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, სომხეთის მრეწველობისა და ბიზნესმენთა საბჭოს წევრის, გაგიკ აღაჯანიანის ხელმძღვანელობით, თბილისის საბჭოს სატრანსპორტო კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ქართველი სომეხი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, გაზეთ „საქართველოს“ მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურდიანი. სტუმრები გაეცნენ მუნიციპალიტეტის მდიდარ ისტორიას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სომეხმა პოლიტიკოსებსაც, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები.

მუნიციპალიტეტში სომხეთის და საქართველოს საავტომობილო ფედერაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გაგიკ აღაჯანიანის თქმით, ორ სტრუქტურას უკვე ჰქონდა თანამშრომლობის მდიდარი ტრადიცია, საერთაშორისო კონკურსების ერთობლივი ორგანიზება, ახლა საუბარია ახალი საავტომობილო ღონისძიებების ჩატარებაზე, მათ შორის ავტორბოლებზე და გამოფენებზე ძველი მანქანების მონაწილეობით.

სომხეთის დელეგაცია თბილისის ჯმიაწინის ეკლესიასაც ეწვია, პატივი მიაგო ეზოში მდგარ ალექსანდრე მანთაშიანცის ბიუსტს. შემდეგი ვიზიტი სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იყო, სადაც სომეხ დიდებულთა ხსოვნას საკმევლის კმევით მიაგეს პატივი.

 5 ივნისს საღამოს სომხეთის საავტომობილო ფედერაციის კოლონა ერევანში დაბრუნდა.

ნახეთ მეტი
Back to top button