მთავარიპოლიტიკა

მირზოიანი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განბლოკილი გზები უნდა მუშაობდეს იმ ქვეყნების სუვერენიტეტის ქვეშ, რომლებზეც ისინი გადიან

სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ირწმუნება, რომ რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში, არსებობს ზოგადი წარმოდგენა, რომ ყველა განბლოკილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და გზა უნდა მუშაობდეს  იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის შესაბამისად, რომლებზეც ისინი გადიან. ამის შესახებ მირზოიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დაარწმუნა, რომ საგარეო პოლიტიკური მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვაა.

მან დამსწრეებს შეახსენა რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის მიზნით სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ.  სამუსაო ჯგუფს სომხეთის მხრიდან ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი თანათავმჯდომარეობს.  ჯგუფს 2021 წელს 8 ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა. შეიქმნა საექსპერტო ქვეჯგუფები ინფრასტრუქტურის ორგანიზების, ასევე სასაზღვრო, საბაჟო და სხვა კონტროლის ფუნქციების შესახებ.

„რის შედეგადაც სოჭში 2021 წლის 26 ნოემბერს, მიღწეული იქნა შეთანხმება სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის შესახებ ხოლო სომხეთის, ევროპის საბჭოსა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის 15 დეკემბერს ბრიუსელში.  ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. „არსებობს ზოგადი წარმოდგენა, რომ ყველა განბლოკილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, გზები და რკინიგზა უნდა ფუნქციონირებდეს იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის ქვეშ, სადაც ისინი გადიან“, – ხაზგასმით აღნიშნა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button