![](/wp-content/uploads/2022/06/1085241.jpg)
აზერბაიჯანში უკანონოდ დაკავებული სომეხი ტყვეების დაბრუნების საკითხი გასულ წელსაც დაისვა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სტრუქტურებმა გაავრცელეს განცხადებები ტყვეების დაბრუნების მოთხოვნით. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ილაპარაკა.
გაგრძელდა მუშაობა აზერბაიჯანში არალეგალურად დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების განტავისუფლების საკითხის საერთაშორისო მაღალჩინოსნების, სახელმწიფოს მეთაურების, მრჩევლების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ექსპერტებისათვის წარდგენის გარშემო. „ტყვეების დაბრუნების საკითხი დაისვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე და გამოხატულება ჰპოვა თანათავმჯდომარეების განცხადებებში, მათ შორის თანათავმჯდომარე ქვეყნების სახელით გავრცელებულ 7 დეკემბრის განცხდებაში“, – თქვა მირზოიანმა.