ბაქოს აზერბაიჯანს დადივანკის სომეხი სამღვდელოების შეცვლა რუსეთის ეპარქიის მსახურებით სურს

არსებობს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანს სურს მიმართოს რუსულ მხარეს, რათა დადივანქის სომეხი სამღვდელოება რუსეთის ეპარქიის სამღვდელოებამ ჩაანაცვლოს. ამის შესახებ არცახის ეპარქიის წინამძღვარმა, უწმინდესმა ეპისკოპოსმა ვრთანეს აბრაჰამიანმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ინფორმაცია სრულად შეესაბამება აზერბაიჯანის ამჟამინდელ პოლიტიკას. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც უნდათ განახორციელონ და ჩვენი სასულიერო პირები დადივანქიდან გამოიყვანონ. დაინახეს, რომ უდიების სტუმრობით ვერაფერს მიაღწიეს და ამ ვარიანტს მიმართეს. გარდა იმისა, რომ სომეხ სამღვდელოებას გააძევებენ, იმასაც იტყვიან, რომ რუსი სამშვიდობოები აღარ არის საჭირო.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ დათანხმდება“, – განაცხადა უწმინდესმა ეპისკოპოსმა ვრთანეს აბრაჰამიანმა. არცახის ეპარქიის წინამძღვარმა ასევე განაცხადა, რომ დადივანქში სომეხი მომლოცველების შესვლის განახლების მიზნით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.