მთავარიპოლიტიკა

ამ ეტაპზე აზერბაიჯანთან ომის საფრთხეს ჩვენ  ვერ ვხედავთ, ჩვენი ჯარის სულისკვეთება საკმაოდ მაღალია: მინისტრი

ამ დროისთვის დიდი სამუშაოები მიმდინარეობს საზღვრის მოსაწყობად, ეს სამუშაოები ჩემი უშუალო კონტროლის ქვეშაა, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

„აქაც მივმართეთ დელეგირებულ სამსახურებს. ამ დროისთვის ძირითადად ვაშენებთ  გზებს, სიტყვა  ეხება 13 სამშენებლო კომპანიას. ეს გზები შენდება მაღალმთიან ზონაში.  ეს ის გზებია, რომლებიც ფრონტის ხაზზე გადის. ჩვენ დასახული გვაქვს  ამოცანა ზაფხულის განმავლობაში სრულად ვუზრუნველყოთ ფრონტის ხაზი. გზის  მშენებლობის პარალელურად, ფრონტის ხაზზე საინჟინრო სამუშაოებიც მიმდინარეობს“, – განაცხადა მან.  

საზღვარზე შექმნილ ვითარებაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვარზე გარკვეული დაძაბულობაა, ხშირად  აზერბაიჯანიდან ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია. „როგორც წესი, სრ შეიარაღებული ძალები იძულებულნი არიან უპასუხონ მტრის მხარიდან ზავის რეჟიმის დარღვევას და მათ მიერ გახსნილ ცეცხლს,  ჩააჩუმონ მტერი.  ანუ თუ არის სროლა, ეს ჩვენი ინიციატივით არ არის. და იმედი მაქვს, რომ მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ასე იმოქმედებენ, ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ არსებული მშვიდობიანი ვითარება, მივიყვანოთ გრძელვადიან მშვიდობამდე.

კითხვაზე, არის თუ არა აზერბაიჯანის მხრიდან ძალების დაგროვება, თუ არის ომის საშიშროება, სურენ პაპიკიანმა განაცხადა. „ამგვარ შეფასებებს ახლა ვერ მოგცემთ, ყოველ შემთხვევაში, სომხეთის  შეიარაღებული ძალები მზად არიან  ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ასეთ საფრთხეებს ჩვენ ვერ ვხედავთ“.

ნახეთ მეტი
Back to top button