საზოგადოება

დატბორილი სახლები, განადგურებული ნათესები და დახოცილი შინაური ფრინველი | სტიქია საგურამოში

,,მთავარი არხი” წერს, რომ საგურამო სტიქიური უბედურების ზონაა. ერთსაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დასახლება ფაქტობრივად მთლიანად დატბორილია. მოვარდნილმა წყალმა და ღვარცოფმა გარკვეული დროით გაუვალი გახადა გზები. წყლის ნაკადი ეზოებში შეიჭრა. განადგურებულია ადგილობრივი მოსახლეობის ნათესები და დახოცილია შინაური ფრინველი. მოაგარაკეებს სტიქიამ სახლები დაუზიანა. 

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საგურამოს მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც. სადაც ასევე დიდია სტიქიით მიყენებული ზარალი. რამდენიმე ადგილას სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომობილების საქარე მინებიც კი ჩაამსხვრია. საგურამოს სათავე ნაგებობაზე სირთულეების გამო თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდა. 

ნახეთ მეტი
Back to top button