„დიდი ომია მოსალოდნელი“. თურქული მედია სირიიდან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
თურქული მედია საოცარ ინფორმაციას ავრცელებს სირიაში ქურთების წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის შესახებ.
პროსამთავრობო თურქული მედიის ცნობით, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის კონტექსტში, რუსეთი, ირანი, შეერთებული შტატები და სირია იღებენ ზომებს ომის თავიდან აცილების ან ანკარასთვის უკუდარტყმის მისაყენებლად.
რუსეთმა სირიის ჩრდილოეთ ქალაქ მანბიჯში დამატებითი ჯარები გაგზავნა. გარდა ამისა, რუსულმა მხარემ გაზარდა რუსული ძალების რაოდენობა სირიის ღამიშლის, აინ-ისას, აინ ალ-არაბისა და თელ ტამირის რეგიონებში. ღამიშლში კი დამონტაჟდა რუსული პანცერის საზენიტო თავდაცვის სისტემები.
თავის მხრივ, შეერთებული შტატები აგრძელებს სირიაში ქურთული ძალების შეიარარებას. ქურთებს დახმარებას უწევენ ერაყიდან და ირანიდანაც.
თურქული მედიის ცნობით, ირანმა ქალაქ აინ-ისაში გაგზავნა ტანკები, მძიმე ტექნიკა და დიდი რაოდენობით პროირანული მებრძოლები. სირიის სამთავრობო ძალებმა სახელმწიფო დროშებიც კი აღმართეს ქალაქებში, სადაც თურქული ნაწილი შეჭრას აპირებს.