კულტურა

ერევანში სადღესასწაულო კერძების   ფესტივალი გაიმართება

11 ივნისს ერევანში სადღესასწაულო კერძების გასტრონომიული ფესტივალი „უტესტ ფესტ“ გაიმართება. ის 17:00 საათზე დაიწყება ერევნის „ხაჩქარის პარკში“  (მეტროსადგურ „რესპუბლიკის მოედნის“ გვერდით) და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც  ერევნის მუნიციპალიტეტმა აღნიშნა,  ფესტივალის მიზანია ერევანში ჩასულ ტურისტებს და საზოგადოებას წარუდგინოს ტრადიციული სომხური სადღესასწაულო კერძების მდიდარი არჩევანი.

ფესტივალის ფარგლებში, სამზარეულოს სფეროს ორგანიზაციები, რესტორნების წარმომადგენლები, ადგილობრივი კვების კომპანიები, კვების  კოლეჯები სომხეთში წარმოადგენენ  თავიანთ კულინარიულ ხელოვნებას.   ფესტივალის მთელი პროცესი სომხური ეროვნული სიმღერისა და ცეკვის თანხლებით წარიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button