მთავარისაზოგადოება

რუსეთმა სომხეთთან სატრანსპორტო კომუნიკაციებზე შეზღუდვები გააუქმა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომლებზეც მოხსნილია  კორონავირუსის დროებითი შეზღუდვები სატრანსპორტო კომუნიკაციებზე.

სიაში სომხეთიც მოხვდა.

მანამდე რუსეთის მთავრობამ გააუქმა შეზღუდვები ჩინეთზე, ყაზახეთზე, ბელორუსიაზე, უკრაინაზე, მონღოლეთზე, აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, დონეცკსა და ლუგანსკზე.

ნახეთ მეტი
Back to top button