პოლიტიკა

“3 + 3” ფორმატში შეხვედრა ახლო მომავალში გაიმართება. ლავროვი

“3 + 3” ფორმატში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო-რუსეთი, თურქეთი, ირანი) თანამშრომლობის პლატფორმის მორიგი, მეორე შეხვედრა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მზადდება და უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ დღეს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, 3+3 ფორმატი თურქეთის ინიციატივით შეიქმნა“, – განაცხადა მან.

„პირველი შეხვედრა მოსკოვში გავმართეთ, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ სიამოვნებით მივიღებთ მათ მონაწილეობას. მომდევნო შეხვედრა მოსამზადებელ სტადიაშია, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩატარების შესახებ გამოცხადებას”, – დასძინა ლავროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button