DigiTec 2022-ის თარიღები ცნობილია

30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით კარენ დემირჭიანის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება ყოველწლიური რეგიონში უდიდესი ტექნოლოგიური გამოფენა DigiTec Expo.
როგორც “არმენპრესი” იუწყება, DigiTec Expo არის DigiWeek-ის ტექნოლოგიური დღეების ცენტრალური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ერთი კვირის განმავლობაში, გაიმართება სფეროს სხვადასხვა ღონისძიებები. მონაწილეები შეძლებენ მაქსიმალურად ჩაერთონ სომხეთისა და რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მოვლენებში.
წელს გამოფენის ცალკე განყოფილება განკუთვნილია ტექნოლოგიური განათლების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის, პროგრამებისა და ინიციატივებისთვის.
ამავდროულად, 1 და 2 ოქტომბერს, მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოების გაერთიანება უმასპინძლებს Digitec Summit-ს, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან. კონფერენცია შედგება რამდენიმე ძირითადი დისკუსიისგან, მათ შორის წამყვანი მეწარმეების, მკვლევარების და პროფესიონალებისგან.
DigiTec Summit 22-ზე განხილვის მთავარი თემაა „როგორ უწევენ კონკურენციას დიდი ტექნიკური ამბიციების მქონე განვითარებადი ქვეყნები გლობალურ დონეზე?
DigiWeek22-ის დღეებში, 5-6 ოქტომბერს, სომხეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდი (FAST), თავის მხრივ, აწყობს გლობალური ინოვაციების ფორუმს 2022 – Global Innovation Forum 2022. ყოველწლიური DigiTec Expo ორგანიზებულია მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოების გაერთიანების მიერ 2005 წლიდან. ყოველწლიურად იქ ვლინდება სომხეთის ტექნოლოგიური სფეროს მიღწევები და მისი განვითარების პოტენციალი. გასულ წელს DigiTec Expo-ს ჰყავდა 100-ზე მეტი გამოფენილი კომპანია, 60000-ზე მეტი ვიზიტორით მთელი მსოფლიოდან.