
რეგიონალური და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამების განხილვის მიზნით სრ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არტაშეს თუმანიანი 7-8 ივნისს აშხაბადს ეწვია.

,,არმენპრეს”-ის გადმოცემით, ვიზიტის ფარგლებში არტაშეს თუმანიანმა შეხვედრები გამართა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სფეროს კოორდინატორ ვიცე-პრემიერთან, სრ და თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარესთან შაჰიმ აბდრაჰმანოვთან და სამრეწველო და ენერგოკომპლექსების საკითხებში ვიცე პრემიერ-მინისტრთან ჩარმრატ პურჩეკოვთან.
შეხვედრებზე, კერძოდ, საუბარი შეეხო გაზისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე სრ-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მომზადების საკითხებს.