პოლიტიკა

ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” მიმართ მძიმე დამოკიდებულებაა – დეკანოიძე

,,Metronome.ge” წერს, რომ რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით ბრიუსელიდან და საქართველის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს რომ იყოს, მაგრამ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არის მძიმე. ხელისუფლებამ ეს ორი კვირა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მათ რეალურად საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ მოკლან.

ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობა ძირს უთხრის დემოკრატიას და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა ევროპული ინტეგრაციისთვის. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა მძიმე გავლენას ახდენს. ასეთი სიტყვებით ისაუბრეს ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კანონის უზენაესობაზე.

მათ იციან ყველაფერი. ჩვენს პარტიასთან ასოცირებულმა პარტნიორებმა ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, მათ შორის, ფოტიგამ და კუბილიუსმა, რომლებიც არიან სამიზნე „ქართული ოცნების“. ასევე ძალიან კრიტიკული იყო სწორედ ის ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება „ქართული ოცნება“. ეს ორი კვირა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციის შანსი, გათავისუფლდეს ნიკა გვარამია.

აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button