კულტურა

ოსკაროსანი რეჟისორი თერი ჯორჯი წლევანდელ ,,ოქროს გარგარის“ სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

ირლანდიელი ოსკაროსანი სცენარისტი, რეჟისორი თერი ჯორჯია ერევნის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის ,,ოქროს გარგარის“ ჟიურის თავმჯდომარე. ამის შესახებ “არმენპრესს” აუწყეს “ოქროს გარგარის” ოფისიდან.

თერი ჯორჯი ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო სცენარისთვის. 2012 წელს მან მიიღო ოსკარი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის. მისი ცნობილი ნამუშევრებია „სასტუმრო რუანდა“, „მოკრივე“, „მამის სახელით“, „შფოთვა“.

თერი ჯორჯის ფილმებში მონაწილეობდნენ მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჰელენ მირენი, დენიელ დეი-ლუისი, ბრიუს უილისი, კოლინ ფარელი, ხოაკინ ფენიქსი და სხვები.

2016 წელს ჯორჯმა გადაიღო ფილმი „დაპირება“ სომეხთა გენოციდის შესახებ, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ოსკარ აიზეკი, შარლოტა ლე ბონი, ჯეიმს კრომველი, კრისტიან ბეილი, ანჯელა სარაფიანი და სხვა მსახიობები.

ერევნის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ,,ოქროს გარგარი“ წელს 10-17 ივლისს გაიმართება. წელს საერთაშორისო კინოფესტივალი საზოგადოების წინაშე წარადგენს საკონკურსო ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე, ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალების ფილმებს.

ნახეთ მეტი
Back to top button