კულტურა

სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ The Guardian-ის 2022 წლის საუკეთესო ფილმების სიაშია

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“ ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2020 წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელა.

„მოთვინიერება“ უკვე აჩვენეს არაერთ ქვეყანაში. მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა. დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ბიძინა ივანიშვილის გატაცებაზე გიგანტური ხეებით:

“საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეულო გატაცება აქვს: უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები. ფილმი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია”, — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

ჯაშთან ერთად სიაში გვხვდება ისეთი რეჟისორების ბოლო ფილმები, როგორებიც არიან გილერმო დელ ტორო, პედრო ალმოდოვარი, გასპარ ნოე და ა.შ.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „მოთვინიერების“ ჩვენებები, რომლებიც თბილისში, „კინოს სახლში“ უნდა გამართულიყო, „საქართველოს კინოაკადემიის“ გადაწყვეტილებით გაუქმდა. აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი მინდია ესაძე აცხადებდა, რომ ფილმი “პოლიტიკურად მოტივირებულია”.

ფილმი “მოთვინიერება” არაერთ ქვეყანაში უკვე აჩვენეს. მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა. საქართველოში ფილმი აჩვენეს თბილისისა და ბათუმის კინოფესტივალებზე. მისი ჩვენება შედგა რეგიონებშიც. „კინოს სახლში“ მხოლოდ ორი სეანსი ჩატარდა, 10 და 28 აპრილს. სხვა ყველა სეანსი გაუქმდა.

კრიტიკოსები ჩვენებების გაუქმებას ცენზურად აფასებენ. „საქართველოს პენცენტრი“ აღნიშნავს, რომ „სალომე ჯაშს არ ეძლევა შემოქმედებითი რეალიზების საშუალება, რადგან მისი დოკუმენტური ფილმი არის ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებ“.

ნახეთ მეტი
Back to top button