კულტურამთავარი

წალკის  სომხებით დასახლებული სოფელი – ახალი ტურისტული ადგილი:  ადგილობრივები ქართულს სწავლობენ

საქართველოს წალკით რაიონში, დაშბაში ხეობაში  იხსნება ახალი მინის ხიდი. წალკა ერთ-ერთი სომხებითდასახლებული რაიონია საქართველოში.   პროექტი საქართველოს ამ იშვიათი  რეგიონის ახალ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევას გვპირდება და ტურისტების რაოდენობას მილიონით გაზრდის. წალკის რაიონიდან ბევრი სომეხი ემზადება მუშაობა დაიწყოს ამ ტურისტულ  ადგილას, სოფლიდან მიგრაცია შეჩერებულია, ადგილობრივები ქართულს სწავლობენ.

საქართველოს სამხრეთით წალკის ხეობის ტურისტული პროექტის მშენებლობით რეგიონი დიდი ტურისტული ნაკადების მიღებას აპირებს. სომხებით დასახლებულ სოფელ დაშბაშში, სადაც ხეობამ ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო, ბევრი სახლი უკვე გადაკეთდა სასტუმრო სახლად.

ხეობა თავისი დიდი და პატარა ჩანჩქერით, მდიდარი კლდეებით, გამოქვაბულებით, უნიკალური კლიმატით, აშენებული შუშის ხიდით, ტურისტული ინფრასტრუქტურით, სოფელი და ზოგადად რეგიონი შეტანილია საქართველოს ტურისტულ მიმართულებებში.  

არმენ მკრტჩიანმა სამსახური კვიპროსში წლების წინ მიატოვა და დაშბაშში ბაბუის სახლში დაბრუნდა, შეარემონტა  და სასტუმრო სახლად აქცია. სოფელში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ძველი და მიტოვებული სახლების ყიდვა და განახლება. როგორც ის ამბობს, რომ გრძნობდა, რომ “მისი სოფელი საბოლოოდ მაინც აღაფრთოვანებდა  მსოფლიოს”.

რამდენიმე წლის წინ ისრაელის კომპანია Kass Land-მა გადაწყვიტა ამ სოფელში ადრე უცნობი ხეობა აღმოეჩინა, რომელიც წალკიდან მხოლოდ ორი კილომეტრითაა დაშორებული.  ინვესტიცია განხორციელდა ხეობის ეკოტურისტული საიტის გასახსნელად, ამ ულამაზეს ხეობას აკავშირებს უნიკალური შუშის ხიდი, 240 მეტრი სიგრძით, აშენდა სასტუმრო, რესტორანი, ზიპლაინი, ველობილიკი, სპა ცენტრი, საცურაო აუზები და ა.შ.

დაშბაში („ქვის თავი“ თარგ.) ალგეთის ნაკრძალის ტერიტორიაზეა, როგორც სოფლის გამგებელი რუბენ ხაჩატრანი ამბობს.

„ეს არის ნაკრძალი.  ხეობის მდინარეში კალმახია, ჩვენი ტყეები სავსეა ირმებით. სოფელი ვითარდება, იქმნება სამუშაო ადგილები ․․․ აქ ვისაც საშუალება აქვს, ამიერიდან სახლი უნდა გახსნას და ტურიზმით დაკავდეს“.

ტურისტულ ცენტრში უკვე ბევრი ადგილობრივია დასაქმებული. პროექტის დაწყებასთან ერთად ადგილობრივი სომხებიც  ემზადებიან – ქართული უნდა იცოდნენ. დაშბაში სომხური სოფელია, იქ 105 სომეხი ოჯახი ცხოვრობს. სოფლის უფროსის თქმით, ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის სწავლებას, ბევრს  სოფლის სომხური სკოლიდან წალკის ქართულ სკოლებში გადაჰყავს შვილები.

„ვინც საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა, შვილები ქართულ სკოლებში მიჰყავთ. სოფელში ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ქართული. სომხურ სკოლაში ბავშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა“.

მეორეს მხრივ, სოფლის უფროსის თქმით, ისინი აწარმოებენ კამპანიას, რომ უპირატესობა მიანიჭონ სომხურ სკოლას, სადაც შეიძლება ისწავლონ სომხურიც და ქართულიც. „თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ, სკოლა შეიძლება დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

ახალი ტურისტული ადგილის, წალკის ხეობის საზეიმო გახსნა უახლოეს დღეებში გაიმართება.

დაშბაშის ხეობის აშენებით სოფლის გზები მოასფალტდა, ქუჩები განათდა, გაზი უკვე ყველას სახლამდე მივიდა.

ნახეთ მეტი
Back to top button