პოლიტიკა

ერევანში გაიმართება კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა

9-10 ივნისს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მორიგი სხდომა იმართება. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს სხდომის სათანადო ორგანიზების ინსტრუქციები მისცა.

პრემიერ-მინისტრის 7 ივნისის 651-ა გადაწყვეტილებით, რომელიც გამოქვეყნდა მთავრობის ვებგვერდზე e-gov.am-ზე, სრ საგარეო საქმეთა მინისტრი და სრ სსს სახელმწიფო ცერემონიალების სამსახურის უფროსი უზრუნველყოფენ  კუხოს სსმ საბჭოს სხდომის საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებას სათანადო დონეზე, მოამზადებენ სხდომის პროგრამას და პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს ევალება, უზრუნველყოს სტუმრების უსაფრთხოება სომხეთში ყოფნისას და გამოუყოს თანმხლები პერსონალები, პოლიციის უფროსს ევალება სხდომის ჩატარების ადგილებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საგზაო პოლიციის ეკიპაჟების გამოყოფა მეგზურობისათვის.

საგანგებო სიტუაციების მინისტრი უზრუნველყოფს სამაშველო სამსახურის ღონისძიების ჩატარების ადგილზე სადღეღამისო მორიგეობას, სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სომხეთში შეხვედრის ფარგლებში ჩამოსული სპეციალური რეისების მომსახურებას, ოფიციალური დელეგაციების დახვედრას და გაცილებას ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში.

სხდომის ორგანიზებასთან, დელეგაციების ყოფნასთან, დარბაზების ქირაობასთან, მოწყობასთან, საზეიმო ღონისძიებებთან და სხვა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები განხორციელდება 2022 წლის სრ პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ წარდგენილი ანგარიშების თანახმად, სრ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უცხოური დელეგაციების მიღებისთვის გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე, სრ პრემიერ მინისტრის აპარატის, სრ სსს და სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების საუძველზე.  ფინანსური საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა ევალება ფინანსთა მინისტრს.

ერევანში კუხოს წევრ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართება სრ საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის თავმჯდომარეობით. სხდომაში მონაწილეობას მიიღებს კუხო-ს გენერალური მდივანი სტანისლავ ზასიც.

ნახეთ მეტი
Back to top button