მთავარიპოლიტიკა

მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაცია რუსი სამშვიდობოების ერთ-ერთი პრიორიტეტია:  სერგეი ლავროვი

მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაცია რუსი სამშვიდობოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ თვალსაზრისით უკვე არის გარკვეული შედეგები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერევანში სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა სომხური მედიის კითხვას, თუ რას უზამენ მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალები აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს, რომლებმაც მოახდინეს სოფელ ფარუხის ოკუპირება.

სომეხმა ჟურნალისტმა თავის შეკითხვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის ქმედებების გამო, არცახის აღნიშნულ დასახლებაში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„რაც შეეხება სიტუაციას, ეს რუსი სამხედროების ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამის შესახებ ჩვენი სომეხი მეგობრები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული. ადგილზე დაძაბულობის განმუხტვის კუთხით უკვე არის გარკვეული შედეგები. ჩვენ გვაქვს გაგება, რომ ეს საკითხები განიხილება და აუცილებლად გადაწყდება დემარკაციაზე არსებითი მუშაობის ფარგლებში”, – განაცხადა ლავროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button