საერთაშორისო

საქართველომ დრონების წარმოებაზე   განაცხადა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უპილოტო საფრენი აპარატების – მოიერიშე თვითმფრინავების და სადაზვერვო ტექნიკის წარმოების დაწყების შესახებ ილაპარაკა, ამის შესახებ ცნობას ავრცელებს  Новости-Грузия.

„ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, საქართველოში დრონების წარმოებით იქნება დაკავებული. საწარმოს ბაზაზე სასწავლო ცენტრიც შეიქმნება“, – განაცხადა მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

ბურჭულაძის თქმით, კომპანია „დელტა ვებ“ ქართულ დრონებს წლის ბოლომდე გამოუშვებს.

რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის ძალებში უკვე არსებულ თვითმავალ საარტილერიო დანაყოფებს, მათ რეგულარულად არემონტებენ. აღნიშნული ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა გავზარდოთ დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო“, თქვა მინისტრმა.

აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს შედეგად, უკვე გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი UH-1 და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button