მთავარიპოლიტიკა

სერგეი ლავროვმა არარატ მირზოიანი რუსეთში მიიწვია

10 ივნისს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში გუშინ ჩავიდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც დღეს, 9 ივნისს, ორმხრივი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მირზოიან-ლავროვის პირადი საუბრის შემდეგ მინისტრებმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს. თავის გამოსვლაში სერგეი ლავროვმა კმაყოფილება გამოთქვა სომეხ კოლეგასთან ნაყოფიერი შეხვედრით, გამოთქვა რწმენა, რომ ერევანში კუხო-ს  საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა არანაკლებ წარმატებული იქნება.

გამოსვლის დასასრულს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  მოიწვია რუსეთის ფედერაციაში მორიგი ვიზიტით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული მხარე სიამოვნებით იხილავს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  დელეგაციას რუსეთის ნებისმიერ კუთხეში. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button