მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დაინტერესებულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა საქმიანობის გააქტიურებით:  არარატ მირზოიანი

სომხეთი დაინტერესებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ მინიჭებული მანდატის მქონე  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა საქმიანობის გააქტიურებით, რომელიც მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოგვარებას.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და შეახსენა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პრინციპები ეუთოს მინსკის მიერ იქნა შემუშავებული.

„ცხადია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო დოკუმენტთან დაკავშირებული საკითხები ჩვენი დღევანდელი განხილვის მტავარი თემა იყო.  მე კიდევ ერთხელ დავადასტურე სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მზადყოფნა, ძალისხმევა გამოიჩინოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად. ამ კონტექსტში მთავარია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვა, რომელიც  მოიცავს არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების განსაზღვრას, ყველა უფლების უზრუნველყოფას და მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსის საკითხის გადაჭრას“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დაუმატა, რომ   სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ თავიანთი ბოლო დროინდელი განცხადებებით დაადასტურეს  ეუთო-ს  მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის  ინსტიტუტის პოტენციისა და  გამოცდილების გამოყენების მნიშვნელობა, მისი საერთაშორისო მანდატის შესაბამისად.

ნახეთ მეტი
Back to top button