მთავარიპოლიტიკა

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი არ არის: მირზოიანი საპროტესტო აქციების შესახებ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ისაუბრა სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ სომხეთში პოლიტიკური კრიზისი არ არის. როგორც “არსენპრესი” იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მირზოიანმა რუსი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, რომ მას შეუძლია  მისი ნათქვამის დამადასტურებელი ორი არგუმენტის მოყვანა. „პირველ რიგში, გასულ ზაფხულს გაიმართა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, სადაც სომხეთის მოქალაქეებმა რიგ კითხვებზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცეს, მათ გადაჭრეს მაშინდელი რეალური პოლიტიკური კრიზისი. აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები ყველა სადამკვირვებლო მისიამ დემოკრატიულად, გამჭვირვალედ აღიარა. ანუ ადასტურებს, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ ცალსახა შესაძლებლობა გამოეხატათ საკუთარი პოზიცია და მიეღოთ გადაწყვეტილება.

მეორეც, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც მე მოვახერხე დავკვირვებოდი,  აქციებზე მოქალაქეტა მცირე რაოდენობაა  წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ  ამ აქციებს სომხეთის მოქალაქეები მხარს არ უჭერენ.   ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა დემოკრატიული ქვეყანაა, ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი აქციების გამართვისა“, – განაცხადა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button