მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის პოლიტიკური მოგვარების  გარეშე: არარატ მირზოიანი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ისაუბრა. როგორც “არსენპრესი” იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე მიმართულება, რომლითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, აზრები ბევრ საკითხში არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მოლაპარაკებები არის მოლაპარაკებები და ჩვენ  კომპრომისის გზით ვცდილობთ ვიპოვოთ დარეგულირების საერთო საფუძველი ურთიერთდათმობის გზით.  ჩვენ გვჯერა სამშვიდობო პროცესის. ვფიქრობთ, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის პოლიტიკური მოგვარების  გარეშე.  ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ეს მოლაპარაკება უნდა წარიმართოს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. ეს არის საერთაშორისო განზომილება, რომელიც შექმნილია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური მოგვარების საპოვნებლად“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button