მთავარიპოლიტიკა

ჩვენი აზრით პროცესი წინ მიიწევს:  ლავროვი ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ საბოლოო შეთანხმებები იქნება. ამის შესახებ “არმენპრესის” კორესპონდენტის ცნობით, სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს 2020 წლის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სამი სამმხრივი შეხვედრა ჰქონდათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ერთი აზრის ვართ იმის შესახებ, რომ  პროცესი წინ მიიწევს. სასურველი  იქნებოდა, რომ ტემპი უფრო სწრაფი ყოფილიყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროცესი წინ მიიწევს, არ გვეეჭვება,  რომ საბოლოო შეთანხმებაც არ არის შორს.   ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამაში წვლილი შევიტანოთ. რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ საკუთარი ხედვები, რომლებიც ყოველთვის არ ემთხვევიან  ერთმანეთს, კერძოდ, როგორ ვიმუშაოთ შემდეგ ტურში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ჩვენი პარტნიორი და ჩვენ ვეთანხმებით, რომ უმაღლეს დონეზე მიღებული სამი განცხადება არის  საგზაო რუკები, რომლითაც  ჩვენ ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – თქვა ლავროვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button