მთავარიპოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ქერენ დონფრიდი 14-19 ივნისს აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ აცნობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისმა, აღნიშნა რა, რომ  ვიზიტის მიზანია ხაზი გაესვას აშშ-ს ერთგულებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დამყარების მიმართ.

„სამივე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშვნისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე დონფრიდი ხაზს გაუსვამს აშშ-ს მხარდაჭერას ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, ხაზს უსვამს აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის უფლებას, გაარკვიონ საკუთარი გზა. ის ასევე ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების მზადყოფნას დაეხმაროს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარებისა და ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობის გზით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დონფრიდი სომხეთს 18 ივნისს ეწვევა, სადაც შეხვდება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სხვა ოფიციალურ პირებს. ,,სახელმწიფო მდივნის მოადგილე გამოთქვამს აშშ-ს მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობისთვის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ . ის ხაზს გაუსვამს ჩვენს მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე, ისევე როგორც ჩვენს ორმხრივ ერთგულებას სომხეთის დემოკრატიული განვითარების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთში ვიზიტამდე დონფრიდი 15-16 ივნისს აზერბაიჯანში იქნება, ხოლო 17 ივნისს საქართველოში.

ბაქოში ამერიკელი ოფიციალური პირი შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მადლობას გადაუხდის აზერბაიჯანს უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის.

თბილისში დონფრიდი სიტყვით მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციას, შეხვდება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. თბილისში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე განიხილავს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, დაადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე აშშ-ის შემდგომ დახმარებას დემოკრატიის ხელშეწყობაში, კანონის უზენაესობის ხელშეწყობაში, ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციაში და აყვავებული მომავლის აშენებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button