დაივიწყეთ საფრანგეთი, სომხეთი მეღვინეობის ცენტრია. Euronews-ის გაშუქება სომხური მეღვინეობის შესახებ

„დაივიწყეთ საფრანგეთი. „სომხეთი მეღვინეობის ცენტრია“. ასე დაასახელა თავის სტატიაში წამყვანმა საერთაშორისო მედია ქსელმა „ევრონიუსმა“ მეღვინეობის უძველეს სამშობლოდ გამოაცხადა რა სომხეთის პლატო.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, „ევრონიუსი“ 8000-წლიანი სომხური მევენახეობის ტრადიციების და 6000 წლიან მეღვინეობის კულტურას ავრცელებს და დასძენს, რომ ღვინოზე ფიქრისას არ უნდა გამოტოვოთ მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი რეგიონი, სომხეთი.
მედიასაშუალება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სომხეთში ახლახან გახსნილ ღვინის ისტორიის მუზეუმში განთავსებული უნიკალური ექსპონატები მნახველებს უხსნის გზას სომხური მეღვინეობის წარსულისა და თანამედროვე გადაწყვეტილებებისკენ, რაც აჩვენებს რეგიონის, რელიგიის, კულტურისა და მედიცინის ღრმა კავშირს სომხურ ღვინოთან.
„მუზეუმი მდებარეობს ერევნიდან მხოლოდ 30 კმ-ის დაშორებით, სომხეთის ღვინის ქარხანაში, განთავსებულია 8 მეტრის სიღრმეზე ბაზალტის კლდეებში. როდესაც მიწისქვეშა გვირაბში გადიხარ, გრძნობ, თითქოს გიგანტურ ღვინის მარანში შედიხარ“, აღნიშნავს Euronews და დასძენს: „მუზეუმში არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები გვიჩვენებს, თუ როგორ ახლდა ღვინო სომხებს აკვნიდან დასაფლავების ტრადიციებამდე“.
მნიშვნელობას ანიჭებს რა უძველესი მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციაზე მუზეუმის ტენდენციას, Euronews მიუთითებს ბიბლიოგრაფიის არსებობაზე, რომელიც ადასტურებს, რომ სომხეთი ნამდვილად მეღვინეობის აკვანია.