კულტურა

ლონდონის ღვინის ბაზრობის ფარგლებში სომხური ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

ლონდონის ღვინის ბაზრობის სომხურ პავილიონს გაერთიანებულ სამეფოში სრ ელჩი ვარუჟან ნერსესიანი ეწვია. გამოფენა ლონდონის „ოლიმპია ცენტრში“  გაიმართა.  გაერთიანებულ სამეფოში სრ საელჩოს ინფორმაციით, პავილიონში პირველად წარმოდგენილი იქნა  13 სხვადასხვა სომეხი ღვინის მწარმოებელი. გამოფენილი იყო ადგილობრივი ყურძნისგან დამზადებული ღვინის მრავალფეროვნება.

10 ივნისს, გამოფენაში მონაწილე სომეხ მწარმოებლებს საშუალება მიეცათ წარმოედგინათ ღვინის ასორტიმენტი სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ეგიდით გამართულ მოგზაურთა კლუბში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც თან ახლდა სომხური საესტრადო და ჯაზის შემსრულებელთა  გამოსვლები.

ნახეთ მეტი
Back to top button