კულტურა

“მის დსთ-2022” სილამაზის საერთაშორისო კონკურსის ფინალური ტური – 17 ივნისს, ერევანში

17 ივნისს, 21:00 საათზე დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში სომხეთში უკვე მეორედ ტარდება სილამაზის საერთაშორისო კონკურსის „მის დსთ-2022“ ფინალური ტური. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში 18-25 წლის 25 ლამაზმანი ჩამოვა, არა მხოლოდ დსთ-დან, არამედ აღმოსავლეთ ევროპის რიგი ქვეყნებიდან. მონაწილეები სომხეთში 3 ივნისს ჩამოვიდნენ, სომხეთში 15 დღე დარჩებიან, რომლის დროსაც მოეწყობა ვიზიტი ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ და კულტურულ ადგილებში. საღამოს მართავენ ავეტ ბარსეღიანი და კატია გუსევა. ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან კამო სეირანიანი და ივეტა მუკუჩიანი, ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან ცნობილი საცეკვაო ჯგუფები. კონკურსის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ სომხეთში კონკურსის ჩატარება ხელს შეუწყობს ქვეყნის აღიარებასა და ტურიზმის ზრდას, რაც ახალ საფეხურებს გაუხსნის ეკონომიკასა და სხვა სექტორებს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ კონკურსი ჩატარებულიყო ა. სპენდარიანის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში, მაგრამ სტუმრებისა და მაყურებლების რაოდენობის გათვალისწინებით, გადაწყდა კონკურსის გადატანა კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში.

ნახეთ მეტი
Back to top button