პოლიტიკა

“რაც რეზოლუციაში წერია – გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია, დავსაჯოთ ივანიშვილი, საბჭომ რომ გაიმეოროს, მძიმე რეაქცია გვექნება” | კობახიძე

,,მთავარი არხი: წერს, რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ კომისიამ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა. გავიხსენოთ თვითონ ევროპარლამენტის რეზოლუცია – იქ წერია, რომ ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია და დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, თეორიულად ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია.

 ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ევროპარლამენტი კიდე ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მძიმედ მისაღები და ობიექტურად იქნება მძიმედ მისაღები.

ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი, რომ ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა როგორც კი ეს ომი დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის.

– თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში.

ნახეთ მეტი
Back to top button