
სომხეთის ეროვნულმა ავიაკომპანია Fly Arna-მ თავისი საქმიანობის დაწყების შესახებ გამოაცხადა. Fly Arna-ს პირველი Airbus A320 თვითმფრინავი საერთაშორისო აეროპორტ „შარჟა“- დან საერთაშორისო აეროპორტ „ზვართნოც“-ში დაეშვა. როგორც „არმენპრესი “ იტყობინება, თვითმფრინავი 10 ივნისს ჩამოფრინდა და თან „Air Arabia“ ჯგუფის დელეგაციაც ჩამოიყვანა.
საერთაშორისო აეროპორტ “ზვართნოცში” თვითმფრინავს წყლის თაღი დახვდა. ოფიციალური გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის მთავრობის, სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდის, Air Arabia Group-ის, სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის, საერთაშორისო აეროპორტ „ზვართნოც“-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
Fly Arna არის სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდისა (ANIF) და Air Arabia Group-ის ერთობლივი საწარმო.
თავდაპირველად Fly Arna ფრენებს 4 მიმართულებით განახორციელებს. „ორი მიმართულება ეგვიპტისკენ: ჰურგადა, შარმ ელ-შეიხი, ქუვეითი და ბეირუთი. უახლოეს მომავალში ამ 4 მიმართულების შეზღუდვას არ ვგეგმავთ, უახლოეს 3-4 კვირაში იქნება განცხადებები ახალი მიმართულებების შესახებ“, – განაცხადა სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით პაპაზიანმა.