ეკონომიკამთავარი

ყაზახეთის პრეზიდენტმა რატიფიცირება მოახდინა. სომხეთი ნავთობპროდუქტებს  მიიღებს ყაზახეთიდან

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჯომარტ ტოკაევმა სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ იტყობინება ყაზახური მედია.

„ყაზახეთის რესპუბლიკის კანონს სომხეთის რესპუბლიკაში ნავთობის მიწოდების სფეროში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ ხელი მოაწერა  ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. ამის შესახებ იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2020 წლის 16 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში. ამ დღეებში შეთანხმება ყაზახეთის კანონმდებლებმაც მოიწონეს.

ნახეთ მეტი
Back to top button