პოლიტიკა

კავკასიის დღის წესრიგი არ არის პრიორიტეტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში:  ექსპერტი

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში პრიორიტეტი არ არის კავკასიის დღის წესრიგი. ამის შესახებ MGIMO-ს საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა, ექსპერტმა და პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმა სომხურ News-NEWS.am-ის  კორესპოდენტთან საუბრისას  განაცხადა, პასუხი გასცა რა კითხვას   სამხრეთ კავკასიის როლზე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში.

ექსპერტის აზრით, უკრაინისა და სირიის საკითხები კრემლისთვის დღევანდელ რეალობაში უფრო მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება კავკასიას, ვფიქრობ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში კავკასიის დღის წესრიგი ალბათ არ არის პრიორიტეტული. როგორც ჩანს, უკრაინა და სირია არის ორი საკითხი, რომელიც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია და  რაც ჩვენი მინისტრის ვიზიტის დროს განიხილეს.  რა თქმა უნდა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ნატოს გაფართოება არ კარგავს აქტუალობას.  ცხადია, რომ თურქეთმა არაერთი მოთხოვნა დაუყენა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, შვედეთსა და ფინეთს, რომლებმაც განაცხადეს გაწევრიანების შესახებ.  არა იმიტომ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეწვია ანკარას და არც იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერდოღანის მეგობარია. ․․․ ყოველი ძალა უპირველეს ყოვლისა თავის ეგოისტურ ინტერესებს ემსახურება“, – თქვა მან.

პოლიტოლოგმა ქურთებისა და ასურელების საკითხებიც მოიხსენია და შეახსენა, რომ შვედეთი საკმაოდ აქტიურად უბიძგებდა 1915 წლის მოვლენების აღიარების დღის წესრიგს და მას გენოციდად მიიჩნევდა.

თუმცა, როგორც მარკედონოვმა აღნიშნა,  განხეთქილება ნატოში შედის რუსეთის ინტერესებში.

„ნატოში განხეთქილება კრემლის ინტერესებშია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საკმაოდ აქტიური და ერთიანია რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ უკრაინაში. ამიტომ, ნატოს ნებისმიერი შესუსტება, ამა თუ იმ გზით, პირდაპირ თუ ირიბად სარგებელს მოუტანს რუსეთს. არა მგონია, რომ ამ კონტექსტში კავკასია ნომერ პირველი პრობლემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის არსად გამქრალია.  ეს შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს რეგიონი და არსებული პრობლემები არ არსებობს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button