საზოგადოება

„მის დსთ“ კონკურსის მონაწილეებმა წიწვერნაკაბერდში პატივი მიაგეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლის ხსოვნას

17 ივნისს კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის დსთ“ გაიმართება. 3 ივნისიდან ერევანში 22 გოგონა იმყოფება 16 ქვეყნიდან. კონკურსისთვის მომზადების გარდა, გოგონები სომხეთის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს სტუმრობენ. მათ უკვე მოინახულეს სევანავანქი, გარნი, გეღარდი, ნორავანქი, ხორ ვირაპი და სხვა ადგილები. კონკურსის ორგანიზატორები ცდილობენ კონკურსის მონაწილეებს სომხეთის ისტორია გააცნონ. პროგრამით გათვალისწინებული გოგონების ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი წიწვერნაკაბერდში იყო. მათ პატივი მიაგეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. კონკურსის დამფუძნებელმა ნაირი მნაცაკანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთში მსგავსი მასშტაბური პროექტების ორგანიზება ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ სომხეთისთვის საკვანძო თემების წამოწევას სხვა ქვეყნების მონაწილეების მეშვეობით. „ვიზიტი წიწვერნაკაბერდში სავალდებულო ვიზიტების სიაში იყო. ეს ამბავი გოგონებისთვის წინასწარ გვქონდა წარდგენილი. ყველა მოვიდა ნებით, კლასიკური შავი სამოსით, რადგან კარგად ესმოდათ სად მიდიოდნენ. ჩვენი მიზანია არა მარტო სილამაზის კონკურსის ორგანიზება სომხეთში, არამედ სომხეთისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დაყენება საერთაშორისო კონკურსის საშუალებით. ნებისმიერი ფართომასშტაბიანი ღონისძიების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა ასეთი მნიშვნელობის საკითხების დასაყენებლად“, – დასძინა კონკურსის დირექტორმა რუბინა გრიგორიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button